NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 74%-ის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.
აღნიშნული კვლევის მონაწილეთა 14% მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში მათი მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 11% კი, მიიჩნევს რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ ცხოვრებაში პოზიტიური გარდაქმნები მოხდა და მათი ოჯახები შედარებით უკეთესად ცხოვრობენ.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტო - 3 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 3 838-მა რესპოდენტმა მიიღო.