ბრიუსელში, ბელგიის იუსტიციის სამინისტროში, ბელგიის იუსტიციის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველს ჰუბერტ კორემანსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბელგიისა და საქართველოს იუსტიციის სამინოსტროების მაღალჩინოსნების პირველი შეხვედრა, სადაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიპლომატიურ მრჩეველს სამართლებრივი და მართლმსაჯულების რეფორმები გააცნო, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდენენ, რომ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას განსხვავებული ფუნქციების მქონე, ბელგიურ და ქართულ იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით.