სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით „ჩემი ოჯახის კლინიკა" შაბათს, 21 სექტემბერს მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს სთავაზობს.
აქციის ფარგლებში კლინიკაში მოსულ პაციენტებს „ჩემი ოჯახის კლინიკის" მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ნერვოლოგი, გასტროენტეროლოგი და კარდიოლოგი მოემსახურებათ.
აქცია დაიწყება 14:00 სთ-ზე და გაგრძელდება 18:00 სთ-მდე, აღმაშენებლის ქ. #123 ა-ში.
მასალის გამოყენების პირობები