20 სექტემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
ისნის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, გუთნის, კასპის, დოესის და კაჩინსკის მაცხოვრებლებს. აგრეთვე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება I კლინიკურ საავადმყოფოს და ინგოროყვას კლინიკას.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იორის, ცუცქირიძის, ავლაბრის და ხიდისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების და ფრანგულიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ლესელიძის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის და ალმასიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლებს.