სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით 81 ამბულატორიისა და ერთი გადაუდებელი დახმარების კლინიკის მშენებლობას დააფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყება. მინისტრის თქმით, მთავრობამ საქართველოს 60 რაიონიდან მუნიციპალიტეტებს სთხოვა მოეწოდებინათ ყველაზე კრიტიკული წერტილები და ასევე ინფორმაცია იმ სუსტი წერტილების შესახებ, სადაც არის პაციენტების დიდი ნაკადი.
სერგეენკოს განმარტებით, მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მალე ახალი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობაც დაიწყება.