2013-2014 სასწავლო წლიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებში სწავლა უფასო ხდება. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განმარტებით, მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და ამიერიდან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
"დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა დაფინანსების ახალი წესი, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრებს შეეხებათ. ჩვენ ზაფხულში კანონში შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები და დღეს დავამტკიცეთ დაფინანსების ახალი წესი, რომლითაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტები ისწავლია სრული დაფინანსებით, თუ კი ისინი ტესტირებებისას გადალახავენ მინიმალურ ზღვარს"- განმარტა სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, აქამდე მუშაობდა ვაუჩერული სისტემა, რომელიც თითოეულ სტუდენტზე 1000 ლარის დაფინანსებას გულისხმობდა, რაც საბოლოო ჯამში სწავლისთვის სრული კურსის დაფინანსებისთვის საკმარისი არ იყო.
თამარ სანიკიძის განმარტებით, პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის მსურველთათვის ტესტირებები ოქტომბერში ჩატარდება.