თელავის რეფერალურ საავადმყფოში უკვე ერთი თვეა, რაც ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციები ტარდება. ამ მიმართულებით უკვე 20-ზე მეტ პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ე.წ „უსისხლო ოპერაცია", რომელსაც მაღალკვალიფიციური ექიმები თანამედროვე მედიცინაში მიღებული და აღიარებული ენდოტრაქეალური ნარკოზით ატარებენ.
ლაპარასკოპიული მეთოდი, თანამედროვე ცხოვრებაში ოპერაციული ჩარევის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდიკაა, რომლის დროსაც ოპერაცია 5-10 მმ-ნი განაკვეთებით კეთდება.
ქირურგიული ოპერაციების უსისხლოდ ჩატარების შესაძლებლობას ახალი აპარატურა იძლევა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ერთი თვის წინ დამონტაჟდა. უახლოეს მომავალში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გინეკოლოგიური ლაპარასკოპიული ოპერაციებიც ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები