დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე სამინისტროში მიიღო და მოქალაქის გადარჩენისას გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ილია სულაკაძე მედლით „მამაცობისთვის" დააჯილდოვა და კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭა. მინისტრმა პატრულის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაასაჩუქრა.
გუშინ პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან "რივერ საიდთან" მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში
თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.