აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით,
ქ. თბილისში 19-20 სექტემბერს ჩატარდება აფხაზეთის მკვიდრის, წარსულში
ცნობილი ფეხბურთელის, სსრკ-ის სპორტის ოსტატის, გენო ზარიას ხსოვნისადმი
მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელსაც ა.წ. 19 სექტემბერს 70 წელი
შეუსრულდებოდა. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის მკვიდრი ვეტერანი
ფეხბურთელები.
ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, ფიფა-ს მიერ დაწესებული წესების
შესაბამისად.
შეჯიბრების მიზანია აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის აქტიური ჩაბმა ფიზიკურ
კულტურასა და სპორტში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა.
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N 2, „ქარიშხალა"-ს
სპორტკომპლექსი.
19 სექტემბერი - დასაწყისი 11:00 სთ.
20 სექტემბერი - დასაწყისი 12:00 სთ.