19 სექტემბერს, სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
სამგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის II ჩიხის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, საიათნოვას და კუფთინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის, გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.