„საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" „საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განუცხადა, 16:00 საათზე „112"-ში შევიდა ზარი, იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში იყო ბომბი.
„112" -მა კი აცნობა ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს და ჩვენს შენობის ევაკუაცია მოვახდინეთ. ამ დროისათვის შენობაში გამნაღმველები მუშაობენ"- აცხადებს ბალავაძე.