ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლები აღარ არიან.
გადაცემა "აქცენტების" და "დიალოგის" წამყვანების გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხელი უკვე მოაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტელევიზიასთან ერთდროულად ორი აქცია იმართება. გადაწყვეტილებას მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობის" წარმომადგენელი ირაკლი კაკაბაძე ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი.