უნგრული კომპანია WIZZAIR-ის ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებსს ზრდის. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტაავენ, დღეს 18 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ არიანდას შლიუპასმა, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა გედემინას ალმანტასმა და ავიაკომპანია WIZZAIR-ის დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ ვილნიუსიდან საქართველოს მიმართულებით ახალი ავია რეისის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.
2014 წლის 1-ელი მაისიდან, უნგრული კომპანია WIZZAIR-ის თვითმფრინავები ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით რეისებს განახორციელებენ კვირაში ორჯერ. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ გვერდზე www.wizzair.com. კომპანია საქართველოში მიმავალ ტურისტებს სთავაზობს დაბალ ფასებს და ხელსაყრელ საფრენ დროს. დღემდე ლიტვაში ავიარესები სატრანზიტო ქვეყნების გავლით ხორციელდებოდა.
„დღეს ძალიან ბევრი ლიტველის ოცნება ასრულდა, შესაძლებელი გახდა ლიტვიდან სამ საათში საქართველოში გამგზავრება, სადაც დაგხვდებათ ბევრი ტურისტული სანახაობა და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი". განაცხადა საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ.