საქართველოს საპარლამენტო უმცირესობა "პირველ არხზე" ჟურნალისტების ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის საავტორო პოლიტიკური გადაცემების დახურვის საკითხის შესწავლას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე დებატები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ სესიაზე გაიმართა.
"შემაშფოთებელია, რომ "პირველ არხზე" არსებული ორი მნიშვნელოვანი და საჭირო გადაცემა, რომლებიც საკმაოდ ცნობლ და ავტორიტეტულ ჟურნალისტებს, ბატონ პაიჭაძეს და ქალბატონ კვესიტაძეს მიჰყავთ, დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მივმართავ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტს და ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ ეს საკითხი იქნეს შესაბამისად განხილული,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომელიმე ტელეკომპანიაში გადაცემების დახურვის საკითხი დეპუტატების მსჯელობის თმა არაა და ამასთან დაკავშირებით დადაწყვეტილებებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრები და შესაბამისი სამსახურები იღებენ.
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონკრეტული გადაცემები და კონკრეტული ავტორები წაიყვანენ თუ არა რომელიმე გადაცემას, სამეურვეო საბჭოს, იმ საბჭოების გადასაწყვეტი, რომლებიც უნდა იყვნენ და არსებობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ეს არის საზოგადოების და არა - პარლამენტის წევრების გადასაწყვეტი,"- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ელისო ჩაფიძის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა უპასუხა და მმართველი საპარლამენტო კოალიციის წევრები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა.
"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, იმიტომ, რომ მე მახსოვს, როგორ აორგანიზებდა ქალბატონი ელისო ბატონი ბარათაშვილის კამპანიას რამდენიმე კვირის წინ და ისიც მახსოვს, რომ რამდნეიმე დღის წინ მათ დაიბარეს, ამ სიტყბის პიდრაპირი მნიშვნელობით, დაიბარეს საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არავის, მით უფრო პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება მის საქმიანობაში ჩაერიონ,"- აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სესია გრძელდება. დეპუტატები პირველი მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე მსჯელობენ, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება ეზღუდება და მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის და გათავისუფლების შესაძლებლობა აღარ ექნება.