დღეს, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) მარინე ქაციბაიას ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენასთან ერთად, გაიმართება მარინე ქაციბაიას პოეზიის საღამო. ღონისძიება მუსიკალურად იქნება გაფორმებული.
საღამოზე თავიანთი ლექსებით გამოვლენ სხვა პოეტებიც. ნახატების შეძენის საშუალება მსურველებს გამოფენის დასრულებისას ექნებათ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.