დღეს, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში მარინე ქაციბაიას ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენასთან ერთად, გაიმართება მარინე ქაციბაიას პოეზიის საღამო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მუსიკალური გაფორმებაც ქაციბაიას ეკუთვნის.
საღამოზე თავიანთი ლექსებით გამოვლენ სხვა პოეტებიც. ნახატების შეძენის საშუალება მსურველებს გამოფენის დასრულებისას ექნებათ.
ღონსძიებაზე დასწრება თავისუფალია.