საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა თბილისის დროით 04:23 საათზე დაფიქსირდა.
ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი, ყვარლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კილომეტრის დაშორებით იყო.
"ეს არის გუშინდელი, 17 სექტემბრის მიწისძვრის განმეორებითი ბიძგი, რომელიც სავსებით ბუნებრივი მოვლენაა და შეიძლება კიდევ განმეორდეს,"- განაცხადა სეისმოლოგმა მათე ახალაიამ.
წინასწარი ინფორმაციით, რყევებს ნგრევა და ზარალი არ მოჰყოლია.