შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათძე ამერიკული სამედიცინო კომპანია „მეტრომედის" დამფუძნებელს სტუვარტ სუბოტნიკს, კომპანიის ხელმძღვანელს რიჩარდ შერვინსა და ნიუ იორკის ერთ-ერთ წამყვან ონკოლოგს ბერი სმიტს შეხვდა.
„მეტრომედიამ'' წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანი ონკოლოგიის დარგში ინვესტირება და ამ სფეროს განვითარებაა. დღევანდელ შეხვედრაზე ორმხრივი გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილებოდა.
კომპანია „მეტრომედიამ" „ჩემი ოჯახის კლინიკასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ონკოლოგიის, სეფსისისა და დიაბეტის კვლევების ჩატარება ამ დარგების დახვეწისა და განვითარების მიზნით.