თბილისის შემოვლითი რკინიგზის თემას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რკინიგზის გადატანის შემდეგ ქალაქში გამოთავისუფლდებოდა ტერიტორია, რომელიც ქალაქის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს, რადგან მარცხენა სანაპიროზეა განვითარების რესურსი, რასაც რკინიგზის მაგისტრალი, ჩიხები და დეპოები აფერხებენ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ეკოლოგიური უსაფრთხოება.
,,რკინიგზით ძირითადად ხდება ნავთობპროდუქტების გადაზიდვა და ყოვედღიურად ათიათასობით ტონა ნავთობპროდუქტი მიედინება ქალაქის ცენტრში. ერთხელ გვქონდა შემთხვევა, როდესაც დაღვრა მოხდა ლილოს ტეროტორიაზე და ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი რამ რომ მოხდეს, მართლაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქალაქი ", _ განაცხადა თბილისის მერმა.