საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესტონელი დიპლომატი და პოლიტიოსი ერიკ როსი, საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრციის მხარდაჭერისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ ერიკ კროსი, არის ესტონეთის სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და განსაკუთრებით დაეხმარა ქვეყანას მსოფლიოში პირველი კიბერ-ომის მოგერიებაში.