მულტინაციონალური კომპანია „ვენდი" ვისოლ ჯგუფთან ერთად ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში იწყებს და „ვენდის" პირველ რესტორანს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხსნის.
ამერიკული რესტორნის „ვენდის" გახსნის ცერემონიალს „ვენდის" საერთაშორისო პრეზიდენტი დარელ ვან ლიგტენი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. სიმბოლური ლენტი საზეიმოდ ცნობილმა ოპერის მომღერალმა და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გაჭრა.
„ვისოლ ჯგუფმა" მულტინაციონალური კომპანია „ვენდისგან" საქართველოსა და აზერბაიჯანში რესტორნების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მომავალი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ „ვენდის" რესტორანს გახსნის.
1000 კვადრატულამდე ფართობზე, რუსთაველის გამზირზე განთავსებული ორ სართულიანი ამერიკული რესტორანი ყველაზე დიდია „ვენდის" ქსელში მსოფლიო მასშტაბით. „ვენდის" თბილისში რესტორანს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეს მოიცავს.
„ვენდის" უგემრიელესი საფირმო კერძების - საქონლის და ქათმის ხორცის ბურგერების, „ჩილის", ბოსტნეულის სალათების, გამომცხვარი კარტოფილის და მრავალი სხვა კერძის გარდა, რომლებიც შეკვეთისას მზადდება, „ვენდის" ამერიკული რესტორანი ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი მოხიბლავს პრემიუმ კლასის თხუთმეტი სახეობის იტალიური „ტრუჩილოს" ყავითა და დესერტებით. „ვენდის" რესტორნის თანამედროვე ინტერიერი კი, ცნობილმა ამერიკულმა დიზაინერულმა კომპანიამ ქართულ Designbureau.ge-სთან ერთად შეიმუშავა და სტუმრებს სიამოვნებისათვის სრულყოფილ გარემოს უქმნის.
„ვენდის" საერთაშორისო პრეზიდენტის დარელ ვან ლიგტენის განცხადებით: „ჩვენ მოხარული ვართ, რომ „ვენდის" რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში ისეთ მსხვილ ბიზნეს პარტნიორთან ერთად ვახდენთ, როგორიც „ვისოლ ჯგუფია". საქართველოს დინამიურად მზარდ ბაზარზე შემოსვლა "ვენდის" აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს უკეთესი მომავლისა".
„ჩვენ გვეამაყება, რომ ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის" განვითარება ექსკლუზიურად „ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. „ვენდისათვის", ისევე როგორც ვისოლ ჯგუფისათვის, პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია. "ვენდის" დამაარსებლის დევიდ ტომასისათვის საზოგადოებაზე ზრუნვა ძირითადი ღირებულება იყო. „ვისოლ ჯგუფმა" ეს ტრადიცია უკვე დიდი ხანია დანერგა და მომავალშიც ამ ტრადიციას გავაგრძელებთ. შესაბამისად, სიმბოლურია, რომ „ვენდის" პირველ რესტორანს საზეიმოდ სწორედ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" დამაარსებელი პაატა ბურჭულაძე ხსნის. „ვისოლ ჯგუფმა" შეთანხმებას მიაღწია საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაცია OPIC-თან და მათი საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენ „ვენდის" ფართო ქსელის შექმნას შევძლებთ", - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.