თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ევაკუირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, ამ წუთებში 112-ზე შესული შეტყობინების და აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
"ვარკვევთ ყველაფერს ამ წუთებში. მსგავსი ინფორმაცია მოგვივიდა და ვამოწმებთ დეტალებს,"- განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ დღეს შენობებში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჯერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობიდან მოხდა თანამშრომელთა სრულად ევაკუირება, მოგვიანებით კი, ტელეკომპანია "iმედიდან". ორივე შემთხვევაში განგაში უსაფუძვლო აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ორივე ცრუ შეტყობინების ავტორი.