დღეს, 13 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის პირველი საჯარო განხილვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გააკეთებს.
პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.