12 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკული კორპორაციის HP-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო, რომელსაც მისი ვიცე-პრეზიდენტი ახიმ კუტლერი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ამერიკული კორპორაციის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, HP-ის ხელმძღვანელი პირები დაინტერესდნენ ICT და ინოვაციების სტრატეგიების გრძელვადიანი სამთავრობო სტრატეგიით და მის შემუშავებაში დახმარების სურვილი გამოთქვეს.
გარდა ამისა, HP-ის დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს დაინტერესება, რათა საქართველოში ჩამოაყალიბონ ლოჯისტიკური ცენტრი საკუთარი პროდუქციის დისტრიბუციისათვის ახლომდებარე ქვეყნებში. გარდა ამისა, შეხვედრაზე გაირკვა, რომ HP-ი გეგმავს განათავსოს მცირე შოუ-რუმი და მომსახურების პუნქტი ინოვაციების ცენტრში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჩამოაყალიბებს.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ამერიკულ კორპორაციასთან თანამშრომლობის მემურანდუმს გააფორმებს, რაც დაეხმარება ქვეყანას გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ექსპორტზე ორიენტირებული აითი-პროდუქციის ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები