შსს საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ცინარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ დავით ცინარიძე საპატრული პოლიციის უფროსად 31 ოქტომბერს დაინიშნა. იგი ახალ თანამდებობაზე ჟურნალისტებს თავად შსს ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. ცინარიძე 1997 -1998 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის ნაძალადევის რაიონის საგამოძიებო სამართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 1998-2002 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე, 2002-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საკონტროლო-საორგანიზაციო განყოფილების უფროსი. 2004 წელს მუშაობდა შსს აკადემიის სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილედ. 2004-2005 წლებში იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006 წელს კი, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის კონსულტანტი.
მასალის გამოყენების პირობები