თბილისის მერიაში დღეს გიგი უგულავასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. თბილისის მერმა სააგენტოს ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო და განუმარტა ის მდგომარეობა, რაც სააგენტოს მიერ, მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა.
კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებს, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს ან სახელმწიფოსგან სხვა რაიმე სახის სოციალურ დახმარებას იღებდნენ შეუწყდათ დაფინანსება. სააგენტოს ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეები გაწეული სამუშაოსთვის თბილისის მერიის მიერ, წახალისების სახით პერიოდულად ფინანსდებოდნენ სიმბოლური თანხით, რაც მათ საჯარო სამსახურში აღებულ ხელფასად ჩაეთვალათ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევაა და აუცილებელია ამ საკითხის გადახედვა, რათა თბილისელები არ დაზარალდნენ.
მასალის გამოყენების პირობები