დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია "იმედის" შენობიდან თანამშრომლები სრულად ევაკუირებულია.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სამართალდამცავ უწყებაში შესული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც მალე ამოქმედდება.
ტელეკომპანიის შენობაში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და კინოლოგები უკვე მუშაობენ.
112-ში შესული შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, "იმედის" შენობა უკვე დატოვეს არხის თანამშრომლებმა. მუშაობა გააჩერა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის 14:00 საათიანმა გამოშვებამაც.