ინფექციურ საავადმყოფოში ცოფის დიაგნოზით 44 წლის მამაკაცი მოათავსეს. პაციენტი ბათუმიდან გვიან საღამოს გადმოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ქუჩის ძაღლმა სამი თვის წინ უკბინა, თუმცა ცოფის სააწინააღმდეგო აცრები არ ჩაუტარებინა.
როგორც ჟურნალისტებთან ექიმები აცხადებენ პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები