7 სექტემბერს IC Model Management-ის მიერ "თბილისი მოლში" გაიმართა ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული სამოდელო კონკურსის "Elite Model Look Georgia 2013"-ის ნაციონალური კასტინგი.
კონკურსანტების შერჩევაში მონაწილეობდნენ ია კიწმარიშვილი, ქალაქ თბილისის მერიის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დირექტორი ფიქრია ფანქველაშვილი, იმიჯ-ცენტრის პედაგოგი გიგა თხინვალელი და Elite Model Look Georgia 2012-ის გამარჯვებული ლიკა მეტრეველი.
ღია კასტინგში მონაწილეობას იღებდნენ 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებიდა 16-დან 24 წლამდე ასაკის ვაჟები, რის შედეგადაც შეირჩა 20 გოგონადა 20 ვაჟი. შერჩეული კონკურსანტები გააგრძელებენ მზადებას და მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად.
კონკურსის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში მოდელების გარეგნობაზე იზრუნებს სილამაზის სალონი "L'Academie". მათ ჩაუტარდებათ ფოტოსესიები კიკალა-სტუდიოში და სპეციალური მომზადება სამოდელო სააგენტო "აისი მოდელ მენეჯმენტში". მოსამზადებლი პერიოდის ყველაზე საინტერესო მომენტები აღიბეჭდება ტელეკომპანია იმედის მიერ და განთავსდება ეთერში დღიურების სახით.
მონაწილეთა ფოტოები განთავსდება პროექტის ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/elitegeorgia და გამოვლინდება ყველაზე ფოტოგენური მოდელი.
ფინალური ღონისძიება გაიმართება 30 სექტემბერს, სადაც გამარჯვებულებს აირჩევს თავად ELITEMODEL LOOK-ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.
წელს "Elite Model Look Georgia 2013"-ის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ფინალზე, რომელიც გაიმართება 27 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენზენში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: სარეკლა მოკომპანიები "Outdoor.ge"და "მაქსპრომი", "Adssprint", "McCann",
პროექტის მედია პარტნიორებია ტელეკომპანია "იმედი", მიუზიკბოქსი, რადიოები ფორტუნა+ და ავტორადიო, ჟურნალები "თბილისელები", "ეგო", "Luxury", გაზეთი "24 საათი",
ინტერნეტმხარდაჭერები - GHN, myvideo.ge, angel.ge, pink.ge, allmovies.ge, "MSG",