თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში არსებული გზების მოწესრიგებას, რათა მოქალაქებმა კომფორტულად და შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება, როგორც საავტომობილო, ისე საფეხმავლო გზებზე.
ივნისში დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხუდადოვის ქუჩაზე. 52 000 კვ.მეტრ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, გამოიცვალა სანიაღვრე და წყლის სისტემები, გზის ორივე მხარეს კეთდება ბეტონის ტროტუარები.
აღსანიშნავია, რომ ხუდადოვის ქუჩაზე ასევე ეწყობა საველოსიპედო ბილიკი. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.
ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას