საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ "112"-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში.
"112"-ის ინფორმაციით, საქართველოში სინოპტიკოსები 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა "112"-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით", - ნათქვამია "112"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.