სოციალურად დაუცველები მერიისგან ბინების გადაცემის საკითხის გადახედვას მოითხოვენ. ამ მიზნით ოცამდე სოციალურად დაუცველმა დიდ დიღომში აქცია გამართა.
მათი განმარტებით მერიის მიერ აშენებულ სოციალურ საცხოვრისებში ოჯახები უკანონოდ არიან შესახლებული და რეალური მესაკუთრეები უბინაოდ დარჩნენ. როგორც ჟურნალისტებთან სოციალურად დაუცველები აცხდებენ ისინი ვითარების გარკვევამდე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და მერიისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.