სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა.
პატრიარქს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე და მომღერალი თამარ გვერდწითელი დახვდნენ.
აეროპორტიდან პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც მან მრევლი დალოცა და ტაძარი მალევე დატოვა.
ცნობისთვის, ილია მეორე გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც იგი 2 კვირის გამავლობაში გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადიოდა.