რუსეთის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი უნდა იყოს. გამოკითხვა ამ საკითხის ირგვლივ „ლევადა-ცენტრის" ექსპერტებმა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი" ავრცელებს.
ამასთან ერთად, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებამ" რუსეთს არც სარგებელი მოუტანა და არც ზიანი. ამავე დროს მთლიანობაში რუსეთის მოქალაქეები მაინც დადებითად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ.
„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლები უნდა იყვნენ - ასე მიიჩნევს რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 42-43 %. ხოლო ისინი ვინც ფიქრობენ, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ მხოლოდ 9-7 % შეადგენენ.
ამას გარდა, რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 29-30 % ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ.
ასევე საინტერესოა, რომ რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 27 % მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - რუსეთის ნაწილებია.
49 % და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში 45 % მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები - დამოუკიდებელია.
ხოლო 11 და შესაბამისად 13 % კი მიიჩნევს, რომ ეს ტერიტორიები ჯერაც საქართველოს შემადგენლობაში არიან.
რუსეთის გამოკითხული მოქალაქეების 15 % გაუჭირდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახლანდელი სტატუსის განსაზღვრა.