ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ იაპონიაში მოღვაწე წარმატებულ და პოპულარულ სპორცმენს, ლევან ცაგურიას „საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენელის" წოდება მიანიჭა.
ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ინიციატივას უკავშირდება, რაც მიზნობრივ ქვეყნებში „საქართველოს ტურიზმის საპატიო წარმომადგენლების" დანიშვნას გულისხმობს. წარმომადგენლების ძირითადი მისია საქართველოს ცნობადობის დაზრდა და ქვეყნის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია იქნება.
ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი დაესწრო.
„ლევან ცაგურია იაპონიაში ცნობადი და წარმატებული სპორტსმენია, რომელიც სრულყოფილად გააცნობს იაპონელ ხალხს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ჩვენ კატარის ავიახაზებთან ერთად ვაპირებთ სერიოზულ მუშაობას იაპონიის მიმართულებით, ერთობლივ მარკეტინგულ კამპანიას რაც გულისხმობს თბილისი-დოჰა-ტოკიოს რეისის მეშვეობით იაპონიიდან ერთობლივი მედია ტურების განხორციელებას. "-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ლევან ცაგურიას „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელის" წოდების დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა გადაეცა.
„ჩემი იაპონიაში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ვიზრუნო საქართველოს ტურისტული იმიჯის შექმნაზე იაპონელებთან", განაცხადა ლევან ცაგურიამ.
საქართველოში იაპონელი ვიზიტორების სტატისტიკა წლიდან-წლამდე იზრდება 30%-ით. იაპონელები მსოფლიოში მაღალი ხარჯვის უნარიანობით გამოირჩევიან და ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი ტურისტები არიან. საქართველოს ისინი უმეტესად ორგანიზებულად სტუმრობენ, რაც მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის.
საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „ჯატა" , ამასთანავე აქტიურად იყო ჩარტული საერთაშორისო ორგანიზაცია „სუამის" ტურისტული პროექტის ფარგლებში იაპონიის ბაზრისთვის საერთო ტურისტული პროდუქტის შემუშავების პროცესში.
2013 წლის 7 თვის მონაცემებით იაპონიიდან საქართველოში 2681 ვიზიტორი შემოვიდა რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 62% აღემატება