სამეგრელოს მინუციპალიტეტების ხუთ ქალაქში: ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხობში დარეგისტრირებული და მცხოვრები დევნილები რეგისტრაციას დილიდან გადიან. სამეგრელოში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ ეს პროცესი სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
ზუგდიდში სარეგისტრაციოდ ხუთი ოფისი გაიხსნა, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხასა და ფოთში კი თითო-თითო ოფისი მუშაობს. ადგილზე ხდება ყველა მომსახურება, მათ შორის სურათის გადაღებაც და დევნილებს არ უწევთ რამდენიმე ადგილზე მისვლა.
დევნილობის ახალი მოწმობის გაცემა კი 1 ნოემბრიდან დაიწყება.