შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვედნენ.
შეხვედრაზე აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კონსულტანტმა როლფ გროსსენბახერმა და სააგენტოს ჰუმანიტარული პროგრამების უფროსმა კოორდინატორმა თამარ წივწივაძემ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც თვითმმართველი ქალაქი ბათუმისთვის სტუდენტების მიერ შემუშავებული სოციალური სახლების არქიტექტურული გეგმარებითი პროექტების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან და აჭარის მთავრობის იურიდული დეპარტამენტის უფროსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პარტნარში მცხოვრები 17 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხიც განიხილეს. სააგენტო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახლების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენას აღმოსავლეთ საქართველოში გეგმავს. სააგენტო პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები