ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
ქუთაისში, გორში, თელავში და ზუგდიდში გამართულ პრაიმერშიც დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
28 ივლისს პრაიმერის თბილისში გაიმართება. ამავე დღეს გამოვნილნდება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი.
პრაიმერში მონაწილე დელეგატების გარდა სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა ინტერნტით, პარტიის ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.
როგორც პრაიმერის საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, ამ შემთხვევაშიც სრულად არის დაცული ხმის მიცემის ფარულობა. და იმის ინდენტიფიცირება თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ვაშაძის თქმით, ერთი IP მისამართიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამი ხმის მიცემა. რაც შეხება სარეგისტრაციო მონაცმებს, მისი შევსება საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის რეგისტრაცისთვის და ეს მონაცემები არ იდენტიფიცირდება ხმის მიცემასთან.