29 სექტემბერს რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. განადგურდა სამი სატვირთო ავტომობილი, კიდევ რვა კი დაზიანდა. იუწყება უკრაინული მედია.
ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსეთის დარტყმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.