დღეს, 21 ივლისს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მორიგი პრაიმერი გაიმართება. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია იღებენ მონაწილეობას.
დებატების თემა: განათლება, მეცნიერება და კულტურა.
თითოეულ კანდიდატს დებატების დაწყებამდე მისი მხარდამჭერი წარადგენს, რისთვისაც წარმდგენს 5 წუთიანი რეგლამენტი აქვს გამოყოფილი. დებატებს ირმა ნადირაშვილი გაუძღვება.
ქუთაისში, გორში, თელავში და ზიგდიდში გამართულ პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
28 ივლისს პრაიმერის თბილისში გაიმართება. ამავე დღეს გამოვნილნდება ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი.
პრაიმერში მონაწილე დელეგატების გარდა სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემა ინტერნტით, პარტიის ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.
როგორც პრაიმერის საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, ამ შემთხვევაშიც სრულად არის დაცული ხმის მიცემის ფარულობა. და იმის ინდენტიფიცირება თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ვაშაძის თქმით, ერთი IP მისამართიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამი ხმის მიცემა. რაც შეხება სარეგისტრაციო მონაცმებს, მისი შევსება საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის რეგისტრაცისთვის და ეს მონაცემები არ იდენტიფიცირდება ხმის მიცემასთან.