საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით სასტუმრო „შერატონში" სტომატოლოგთა IXსაერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ ფუტკარაძემ.
საერთაშორისო კონგრესს ესწრებიან ისრაელის, უკრაინის რუსეთის, გერმანიის, პოლონეთის და სომხეთის წამყვანი სტომატოლოგები. კონგრესი ორ დღეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სტომატოლოგიაში დანერგილ სიახლეებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები