აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა ისრაელს რაც შეიძლება სწრაფად განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინის ადმინისტრაციასთან.
შესაბამისი სურვილი ობამასა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიშუს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააგრძელა საკუთარი ვიზიტი ახლო აღმოსაველთში, რათა შეეცადოს მკვდარი წერტილიდან დაძრას საკითხის განხილვა, რომელიც ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებით არის შექმნილი.
დღეს ჯონ კერი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პალესტინის ადმიანისტრაცის ხელმძღვანელებს შეხვედება.