რუსთავის მეტლურგიული ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად კომპანია ,,რუსთავის ფოლადს" მფლობელობაში არსებული წიდის გამოყენება ეკრძალება.
ქარხნის თანამშრომლების განცხადებით ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საწარმოო პროცესზე, რაც საბოლოოდ სამუშაო ადგილების შემცირებასაც გამოიწვევს.
დღეს ოფიციალური განცხადება ,,რუსთავის ფოლადის" დირექტორმაც გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ჯოზეფ ქეი ცდილობს, ქარხნისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას და მისი პრეტენზიები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სიყალბეზეა დაფუძნებული.