დღეს, 15 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" NDI-დან აცნობეს, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 13:00 საათზე, სასტუმრო "Radisson"-ში.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 12-26 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).