,,ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების რუსუდან კერვალიშვილის, მაია რჩეულიშვილის და ,,დექსუსის" დამფუძნებლის ივანე ცაგურიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. ჯერჯერობით, უცნობია აღმკვეთი ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა ბრალდებულებისთვის.
მენაშენეთა გაფლანგული თანხების საქმეზე სამივე პირს თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის მითვისება ბრალდებათ.
საუბარია 11 მილიონზე და 6 ათასამდე დაზარალებულ პირზე. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებისგან განსხვავებით, კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ივანე ცაგურია უწყებაში ბრალის გაცნობის შემდეგ დააკავეს.
რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.