საინფორმაციო სააგენტოებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი კაკო ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს და პრეზიდენტს ემიჯნება ბობოხიძე საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. მისი განცხადებით, მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია და ის მის პოლიტიკურ პარტიაში პასუხისმგებლობის საკითხს არნიშნულ ორ პიროვნებას არ აკისრებს.
„ჟურნალისტის მიერ ვფიქრობ რომ ძალიან მძაფრად და არასწორად იყო გამოტანილი ჩემი დამოკიდებულება. არასდროს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ნაც მოძრაობაში არ დამიყენებია მხოლოდ ორი კაცის დონეზე. მით უმეტეს პრეზიდენტი სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილისთვის. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერში იყო ეს წარმატებები თუ იყო ეს შეცდომები ნაც მოძრაობაში ყველა ვართ თანაზიარი. სწორედ ამის გამო მე გავაკეთე განცხადება, რომ ნაც მოძრაობასი მე ვხედავ ძალას რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც კი დაისვას და მიმაჩნია რომ ნაც მოძრაობას ამის საკმარისი ძალა შესწევს, ვგულისხმობ ყველა პოლიტიკური პირის პასუხისმგებლობას, რომლებიც ფორმალურად ვიყავით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ორგანოს წევრები და არა რომელიმე ორი კაცი. მით უმეტეს, ამორალური და ბინძურია ხელის შეწმენდა იმ კაცზე, რომელიც წინასწარ და უკანონო პატიმრობაშია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ჟურნალისტებს დააზუსტონ თითოეული გამონათქვამი",-განაცხადა ბობოხიძემ.