არჩილ კბილაშვილმა ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობის სრულად გათავისუფლების მიზეზები განმარტა. ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
,,ფორმალურად საკითხი მოწესრიგებულია სსკ 218-ე მუხლით. კერძოდ, 218-ე მუხლის პირველი ნაწილი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დანაშაულზე გამოიყენოს განსაკუთრებული უფლებამოსილება და პირი გაათავისუფლოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ან სასჯელისგან, ან მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის გადახედვის თაობაზე. ეს პირი შეიძლება იყოს ბრალდებული, ეს პირი შეიძლება იყოს მსჯავრდებული. ასეთ უფლებამოსილებას კანონი ითვალისწინებს", _განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, ფორმალურად იყო თუ არა მთავარი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერი ეჭვქვეშ არ დაგას, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კბილაშვილის განცხადებით, რაც შეეხება ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ შინაარსობრივ მხარეს, თუ რატომ მოუხსნა პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორი ასე განმარტავს:
,,დოკუმენტს რომელსაც მე ხელი მოვაწერე ჩამოთვლილია ის დანაშაულებრივი ეპიზოდები, რომელშიც ვლადიმერ ბედუკაძემ მონაწილეობა მიიღო. ჩვენ, ბრალდების მხარემ დავაფიქსირეთ და აღვწერეთ ის ქმედებები რაც მის მიერ იქნა ჩადენილი და ვთქვით, რომ ბრალდების მხარეს დადგენილად მიაჩნია ბედუკაძის მხრიდან კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამის იქით დოკუმენტში აღვწერეთ ის გარემოებები რამაც გადამაწყვეტინა მისი პასუხისმგებლობისგან სრული გათავისუფლება: პირველი - სარგებელი რომელიც მიიღო სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ ვიდეოების გავრცელების შედეგად. მას შემდეგ რაც ეს მასალები გამოქვენდა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პრაქტიკულად, შეწყდა პატიმართა ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა", _განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ პროკურატურამ დაიწყო სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით გამოვლენის მიზნით საქმის გამოძიება და 2 300 პატიმარი დაკითხა.
კბილაშვილის განცადებით, მეორე არგუმენტი რის გამოც ბედუკაძე სრულად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან გახდა ის, რომ მან ეს კადრები გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში გადასცა. როგორც კბილაშვილმა განაცხადა მას ამ დროს არ შეიძლებოდა ჰქონოდა გათვლა რაიმე პოლიტიკურ შეღავათზე.
მესამე არგუმენტი რის გამოც გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან ბედუკაძე გახადა ის, რომ მან საკუთარი თავის მხილებასთან ერთად ამხილა მთლიანად სისტემა, ნაცვლად იმისა, რომ დარჩენილიყო სასჯელაღსრულების სისტემაში და კარიერა აეწყო.
როგორც კბილაშვილმა განაცხადა, ვლადიმერ ბედუკაძემ კადრების გასაჯაროებით საკუთარი თავი ოჯახთან ერთად საფრთხის ქვეშ დააყენა და ეს პოზიციაც მან გადაწყვეტილების მიღბისას გაითავლისწინა.
კბილაშვილის განცხადებით, ასევე ვლადიმერ ბედუკაძემ კადრების გავრცელება ანგარებისთვის, vაჭრობის არ გამოიყენა. ეს თემა არ გამხდარა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა მისი პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად.