ზურაბ აბაშიძესა და გრიგოლი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ,,რუსთავი-2"_თან საუბარში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბარი მისი ინიციატივით გაიმართა.
მისივე განმარტებით, სატელეფონო საუბრის დროს ძირითადი აქცენტი ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე გაკეთდა.
,,ჩვენ უმთავრესად ვისაუბრეთ სატრანსპორტო პრობლემებზე. მოგეხსენებათ ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიუკრ და ჰუმანიტარულ, კულტურულ საკითხებთან ერთად. ამჯერად მიმდინარეობს საუბარი რეგულარული საავიაციო რეისების აღდგენაზე", _განაცხადა აბაშიძემ.
მისვე განმარტებით უახლოეს პერიოდში გაირკვევა თუ როდის გაიმართება მისი და კარასინის მორიგი შეხვედრა.