„ელიტ ელექტრონიქსის" პროდუქციის შეძენა უკვე ზუგდიდშიცაა შესაძლებელი. კომპანიის ინფორმაციით, 6 ივლისს, 14:00 საათზე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი" ქალაქ კიკალიშვილის ქ. #6-ში მაღაზიის გახსნის გრანდიოზულ ცერემონიას გამართავს. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს დიდი ფასდაკლებებით და სპეციალური აქციებით, ასევე მოეწყობა გათამაშება.
ივლისიდან ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობაც შეძლებს ისარგებლოს ყველა აქციითა და ფასდაკლებით, რომელიც ელიტ ელექტრონიქსის ქსელში იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს მასშტაბით უკვე ორმოცამდე მაღაზიას ფლობს. ამ წელს კომპანია კიდევ გეგმავს ქსელის გაფართოებას და 2 ახალი მაღაზიის გახსნას. "ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში 1200-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.
კომპანიის მიზანია მიაწოდოს თანამედროვე ტექნოლოგიები თითოეულ ოჯახსა. "ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით.
საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი პროდუქცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, პროდუიქციის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს "ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები