სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" აცხადებს კონკურსს ქ. ქუთაისში იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ემერჯენსის განყოფილებაში დასაქმების მიზნით ექიმებისათვის.
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა"  საქართველოში ყველაზე დიდ ჰოსპიტალური ქსელს წარმოადგენს.
 კომპანია მართავს 35-მდე მაღალი სტანდარტების კლინიკას თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი); აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, შუახევი, ხულო); იმერეთი (ქუთაისი, თერჯოლა, ტყიბული, ხონი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, ხობი, მარტვილი) და სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა). 
კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირები შემდეგ სპეციალობებში :
1.	თერაპია (მიენიჭება უპირატესობა)
2.	ზოგადი პროფილის ექიმი
3.	კარდიოლოგია
4.	რეანიმატოლოგია
5.	ანესთეზიოლოგია
6.	ქირურგია
კონკურსში მონაწილეთა მსურველებს  ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
ტესტირებასა და გასაუბრებაში წარამტებული პირები :	
1.	გაივლიან გადამზადების შემდგომ კურსებს: BLS, ACLS, PHTLS;
2.	გადამზადების შემდგომ რეგულარულად ჩაუტარდებათ ტრენინგები ზემოხსენებული კურსების მიმართულებით;
აუცილებელი მოთხოვნები:
-	 კანდიდატი უნდა იყოს ლიცენზირებული ექიმი;
-	ასაკი შეუზღუდავია;
-	კანდიდატების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სს „ჩემი ოჯახის კლინიკაში" დასაქმებულ სპეციალისტებს.
განსაკუთრებული მინიშნება:
-	გადამზადება ფინანსდება სს „ჩემი ოჯახის კლინიკის მიერ";
-	გადამზადების  კურსი შესაძლოა ჩატარდეს როგორც ქ. ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში;
წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:
-	სააპლიკაციო ფორმა (გადმოტვირთეთ საიტებიდან www.jobs.ge  და  www.hr.com.ge ან მიმართეთ კლინიკის ადმინისტრაციას);
-	სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში;
-	დიპლომი;
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე vacancy@mfc.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ „დასაქმება იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში„
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ.მისამართზე vacancy@mfc.ge
სააპლიკაციო ფორმების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 10 ივლისი
გისურვებთ წარმატებას!